
მსოფლიო ბრენდი Mon Platin
იზრაელში მოქმედი კომპანია A-Meshi Cosmetic Industries მსოფლიოში ერთ-ერთ უცნობილეს ბრენდს Mon Platin90-იანი წლებიდან აწარმოებს და ყველა ასაკის ქალბატონს, მამაკაცსა თუ ბავშვს კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ნებისმიერი ტიპის თმის, სხეულისა და სახის კანისთვის სპეციალურად შექმნილ Mon Platin-ის პროდუქციას მსოფლიოს ორმოცდაორ ქვეყანაში აქტიურად მოიხმარენ, როგორც გამაჯანსაღებელ გამაახალგაზრდავებელ დამამშვიდებელ და სტრესის მომხსნელ ეფექტურ საშუალებას.
მკვდარი ზღვის მინერალების, ტალახის, მარილისა და წყლის საფუძველზე შექმნილი Mon Platin-ის პროდუქცია ღრმად აღწევს კანში, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან.
საოცარი მიკროელემენტების მეშვეობით, თავის მოვლის ეს საშუალებები აქრობს მცირე კოსმეტიკურ ნაკლს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აღადგენს ბალანსს, აშუშებს მცირე დაზიანებებს და იცავს კანს გარეშე პირობებისგან.
Mon Platin-ის პროდუქცია კანისა და თმის განსაკუთრებული პრობლემების, ალერგიისა და გაღიზიანების შემთხვევაშიც თავის მოვლის სპეციალურ საშუალებებს გთავაზობთ.

მკვდარი ზღვა
სასწაულმოქმედი მკვდარი ზღვა, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებების გამო, ოდითგანვე, „წმინდა ტბის“ სახელით იყო ცნობილი.
მკვდარ ზღვაში ყველაზე მარილიანი წყალია მსოფლიოში, რომელსაც მდინარე იორდანია უამრავ მინერალურ ნაკადულთან ერთად, სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლოებებით ამდიდრებს.
ბუნების ეს საოცრება ისრაელში, დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილას მდებარეობს. იქ, სადაც მუდამ მზიანი ამინდი და ეკოლოგიურად სუფთა, იოდით, ბრომითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული, დაბალი ტენიანობის ჰაერია.
ხუთი ათასი წლის წინ წარმოქმნილი ტბის შესახებ ცნობებს ჯერ კიდევ ბიბლიაში ვხვდებით.
ისტორიული გადმოცემებით კი ვიცით, რომ დედოფალ კლეოპატრას განსაკუთრებულ სილამაზეს ხელს სწორედ მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული ნელსაცხებლები და ნიღბები უწყობდა.

Mon Platin-ის ინგრედიენტები
მკვდარი ზღვის მინერალების სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას Mon Platin-ის კოსმეტიკის რეცეპტებში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები კიდევ უფრო აძლიერებს:
ლიმონს, გრეიფრუტის, ფორთოხლის, ვარდის, ლავანდის, ჟასმინის… ეთერული ზეთები მკვეთრ ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და დამჭიმავ ეფექტს ქმნიან.
შვრიის, ხორბლის, ნუშის, ავოკადოს, სტაფილოს, ჟოჟობას, ზეითუნის ზეთები… მკვებავი და ანტიოქსიდენტური თვისებების მატარებელია.

თაფლი, ფუტკრის რძე და პროპოლისი ანთებითსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და ჭრილობის მომაშუშებელ ბუნებრივ ანტიბიოტეკებად გამოიყენება.
ზღვის წყალმცენარეების, ალოეს, გვირილის, თეთრი და მწვანე ჩაის, სამფერა ღიღილოს, პიტნის, კამის, ცხენის წაბლის თუ სხვა მცენარეთა სამკურნალო ექსტრაქტები კი ხელს უწყობენ კანის ჯანმრთელობის შენაჩუნებას და აფერხებენ დაბერების პროცესს.
რაც ყველაზე მთავარია, Mon Platin-ის ლაბორატორიაში ბუნებრივი ზეთები მხოლოდ ცივი გამოწურვის მეთოდით მიიღება. პროდუქციაში სასარგებლო ნივთიერებისა და ვიტამინების შენარჩუნების გარანტიასაც სწორედ ეს ფაქტორი ქმნის.