Mon Platin – მკვდარი ზღვა თქვენს კოსმეტიკაში

დაახლოებით ორი თვეა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მკვდარი ზღვის მინერალებითა და წყალმცენარეებით გამდიდრებული კოსმეტიკური საშუალებები გამოჩნდა. პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც Mon Platin ბრენდით არის წარმოდგენილი, იმდენად მრავალფეროვანია, რომ მომხმარებლის ყველა მოთხოვნასა და სურვილს პასუხობს, ამიტომაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. მაღალი, ე.წ. `პრემიუმ კლასის~ პროდუქცია, რომელიც ცივადგამოწურვის მეთოდით არის დამზადებული და შენარჩუნებული აქვს ყველა სასიკეთო თვისება, მოსახლეობის ყველა სოციალურ სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. თუმცა ეს, კომპანიის სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა, რომლის საიდუმლოსაც მოგვიანებით გაგიმხელთ.


Mon Platin-ის კოსმეტიკური პროდუქცია ისრაელში, მაღალი დონისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მზადდება. `ისრაელის კოსმეტიკური ჯგუფი~ კი ისრაელში წარმოებული Mონ Pლატინის ხაზის კოსმეტიკური პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. ასევე Mონ Pლატინი ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელსაც მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული, სამკურნალო კოსმეტიკური პროდუქციის ხაზის გარდა, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მაღაზიებსა და აფთიაქებში, პროფესიონალური ანუ სილამაზის სალონებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ხაზიც აქვთ. ასე, რომ ქალბატონებს და არა მხოლოდ მათ, უკვე აქვთ შესაძლებლობა მკვდარი ზღვის მინერალებზე, შავი ხიზილალას ექსტრაქტსა თუ აბრეშუმის ცილას ექსტრაქტებზე დამზადებული კოსმეტიკა გამოიყენონ, როგორც სახლის პირობებში, ასევე ამ უმდიდრესი კოსმეტიკური საშუალებებით საკუთარ გარეგნობაზე პროფესიონალების დახმარებითაც იზრუნონ.
ნიკოლოზ ბელიაშვილი, (`ისრაელის კოსმეტიკური ჯგუფის~ გენერალური დირექტორი): `ჩვენი კომპანიის მიზანია, საქართველოს მომხმარებელს ისრაელში წარმოებული, მაღალი ხარისიხის ბრენდები შევთავაზოთ. კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც საქართველოს ბაზრიდან ჩამოგვაქვს მართლაც რომ უნიკალურია, 18 ქვეყანაში იყიდება წარმატებით და გვინდა, რომ ეს სიამოვნება საქართველოს მომხმარებელსაც მივანიჭოთ. მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული, მაღალი ხარისხის კოსმეტიკას ხელსაყრელ ფასად ვაწვდით მომხმარებელს, რადგან პირდაპირი კავშირი გვაქვს მწარმოებელთან და მათგანაც ექსკლუზიურ ფასებში ვიღებთ ამ პროდუქციას. სამკურნალო თვისებებთან ერთად, ამ კოსმეტიკურ საშუალებებს სხვა დანარჩენისგან კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელი გამოარჩევს. Mon Platin-ის პროდუქცია ცივად გამოწურვის მეთოდით არის დამზადებული და შენარჩუნებული აქვს ყველა ვიტამინი, მინერალი და სასარგებლო თვისება.~
Mon Platin-ის კოსმეტიკური პროდუქცია დაახლოებით 26 სახეობის სასარგებლო მინერალს შეიცავს, ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით და რეკომენდებულია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. მაგალითად, მხოლოდ DSM ხაზის პროდუქციაში წარმოდგენილია 100 სახეობის ასორტიმენტი. ეს არის, როგორც სახის, ტანის, ასევე თმისა და თავის კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც მინერალების სრულ კომპლექსს შეიცავს. სახის, ტანის და თმის ტალახის ნიღბები, კანის დამატენიანებელი საცხები, რომლებსაც გააჩნიათ დაზიანებული კანის აღმდგენი უნიკალური თვისება, მინერალებით მდიდარი შამპუნები, ზღვის მარილები, ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით, საცხი პიგმენტური ლაქებისთვის, ტანის ნაღები, უნივერსალური კრემი, რომელსაც აქვს უნარი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოდევნოს _ ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რისი შეძენა დღეს უკვე შეუძლია ქართველ მომხმარებელს.
`მსოფლიოში ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალებებია. მათი უმეტესობა ე.წ. თერმული დამუშავების მეთოდით მზადდება. ამ პროცესში კი ვიტამინებისა და მინერალების სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ იკარგება. ჩვენს პროდუქციას კი ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებული აქვს.
მაგალითად DSM კოსმეტიკურ ხაზში გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც სხვა კოსმეტიკურ ბრენდებს არ მოეპოვებათ, ან თუ აქვთ ასეთი ძლიერი სამკურნალო თვისებებით არ ხასიათდება. მაგალითად, ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტში აღმოაჩენთ ფსორიაზის საწინააღმდეგო საცხს, რომელიც მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. გვაქვს ალოე ვერასა და ავოკადოს ექსტრაქტებზე დამზადებული კრემები, რომელიც დაზიანებული კანის აღმდგენი თვისებებით გამოირჩევა. გვაქვს ე.წ. პილინგები რომელიც კანის მკვდარი ნაწილაკების გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა.
ახლა ზაფხულის სეზონია, ამიტომ ქალბატონებში განსაკუთრებით აქტუალურია გარუჯვისთვის საჭირო საცხები და დამცავი კრემები. მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე წარმოდგენილი ამ საცხების უმეტესობის შემადგენლობაში შედის ან მხოლოდ A ან B. ნებისმიერი კვალიფიციური კოსმეტოლოგი თუ დერმატოლოგი დაგიდასტურებთ, მხოლოდ რომელიმე ერთი ზემოთ ხსენებული ვიტამინით გამდიდრებული საცხი შესაძლოა პირიქით, ზიანის მომტანი იყოს კანისთვის და შესაბამისად არანაირი დამცავი ეფექტი არ ექნება. ამიტომ, ჩვენხ პროდუქციაში A და B ვიტამინები კოპლექსურად არის წარმოდგენილი და შესაბისად მაღალი დამცავი ეფექტი გააჩნია. DSM ხაზში ასე გვაქვს კრემები, რომლებიც ზრდასრულებთან ერთად პატარებისთვისაც სასარგებლოა, განსაკუთრებით კი გამონაყარის და დაზიანებული კანის მოსაშუშებლად. გაგიკვირდებათ, სასურველი ეფექტის მიღწევა, რამდენიმე საათშიც კი შესაძლებელია.~ _ ამბობს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ბელიაშვილი.
წარმოგიდგენიათ შავი ხიზილალის პატარა ბურთულები თქვენს კოსმეტიკაში? ამ უნიკალური თვისებების მქონე პროდუქტის სარგებლობის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ და ის ცნობილია, როგორც დელიკატესი, მაგრამ კოსმეტოლოგიაში მისი გამოყენება ნამდვილი ფუფუნებაა. Mონ PLატინი კი ამის შესაძლებლობასაც უხვად გვაძლევს. შავი ხიზილალით გამდიდრებული სახის, თმის, ფეხის, ხელის, თვალის კრემები, გამწმენდი თუ მატონიზირებელი საშუალებები, ლოსიონები _ ეს ის არის, რაც ყველა ქალს სჭირდება.
ნიკოლოზ ბელიაშვილი: `შავი ხიზილალის ექსტრაქტზე დამზადებული კოსმეტიკური ნაწარმი მართლაც დიდი იშვიათობაა ადგილობრივ ბაზარზე და თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ახალ ნაბიჯად ითვლება ეს გახლავთ `პრემიუმ კლასის~ სამკურნალო კოსმეტიკა, რომელზეც მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ დეფიციტშიც კი გვაქვს. 30-35 წლის ქალბატონებში ეს პროდუქცია განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, რადგან გააჩნია ნაოჭებისა და კანის დაბერების შემაჩერებელი უნიკალური თვისებები. ჩვენი პროდუქცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ ბაზარზე უფრო ცნობილ ბრენდებს.
პროდუქციის ასორტიმენტში გვაქვს ასევე `სალმარისის~ შამპუნები ყველა ტიპის თმისთვის. ეს გახლავთ Mon Platinის შვილობილი ბრენდი. `სალმარისის~ შამპუნები დამზადებული პროფესიონალურ ფორმულაზე. გვაქვს სამკურნალო_მინერალური შამპუნი, რომელიც აღადგენს და იცავს თმას, ქერტლის საწინააღმდეგო და სხვა. ყველა მათგანი შეიცავს მკვდარი ზღვის მინერალებს, ასევე სხვადასხვა ვიტამინებს და მცენარეულ ექსტრაქტებს.
“Mon Platin DSM” _კოსმეტიკა ეკოლოგიურად სუფთაა და შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს. მკვდარი ზღვის ბუნებრივ კომპონენტებთან ერთად მასში წარმოდგენილიაLლავანდის, ფორთოხლის ლიმონის, ზეითუნის, ჟასმინის, გრეიფრუტის, ვარდის, ხორბლის და სხვა სამკურნალო მცენარეები.~

შემოგვიერთდით Facebook ზე! 

სახის მოვლა   თმის მოვლა   სხეულის მოვლა

საბავშვო ხაზი   მამაკაცებისთვის   სალმარისი

დაბერების საწინააღმდეგო ანტიცელულიტური საშუალებები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>